22:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-30 10:39:45, 747 ნახვა

საზოგადოება
თბილისის 32-ე საჯარო სკოლას ბესარიონ კივილაძისა და ალექსანდრე თანდაშვილის სახელი მიენიჭა

ქ. თბილისის 32-ე საჯარო სკოლას აფხაზეთის ომსა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ბესარიონ კივილაძისა და ალექსანდრე თანდაშვილის სახელი მიენიჭა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, ადგილობრივი საკრებულოს წარმომადგენლები, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები და დაღუპული გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

„მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა სტუმრებს და სამშობლოსთვის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების გმირობაზე ისაუბრა. სტუმრებმა საზეიმოდ გახსნეს სკოლის აბრა და გმირების მემორიალური დაფა, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა კი, სკოლას საჩუქრად სამახსოვრო დაფა გადასცეს.

ბესარიონ კივილაძე 1993 წელს ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაიღუპა, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით. ალექსანდრე თანდაშვილი 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალში დაიღუპა, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics