22:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-26 15:23:39, 1096 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - დამოუკიდებლობა არის ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებული დაცვა და გაფრთხილება სჭირდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ქალაქ მცხეთაში, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ მოწყობილი სივრცე დაათვალიერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოთარ შამუგიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწყობილ სივრცეს, ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებულ პროდუქციის გამოფენას  და ბავშვებისთვის მოწყობილ  შემეცნებით-გასართობ კუთხეს ესტუმრა. 

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. დამოუკიდებლობა არის ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებული დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის უმთავრესი ვალიც სწორეს ეს არის - დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენ ქვეყანა უმნიშვნელოვანესი მიზნის მიღწევის გზაზე დგას. ეს არის ევროკავშირის ოჯახის წევრობა. დარწმუნებული ვარ, სულ მალე ჩვენ ვიქნებით ევროკავშირის წევრი ღირსეული ქვეყანა, რომელმაც შეძლო ბევრი სირთულის გადალახვა, გაუმკლავდა არაერთ გამოწვევას, მაგრამ შეინარჩუნა მთავარი ღირებულებები, შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და აგრძელებს წინსვლას და განვითარებას”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიების ორგანიზატორია ქ.ქუთაისში, ქ.მცხეთასა და ქ.ოზურგეთში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics