22:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-26 14:32:34, 901 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ოზურგეთში აღნიშნავს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო ქალაქ ოზურგეთში წარმოდგენილია კონცეფციით - „საქართველო ღვინის სამშობლო“. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოზურგეთში საზეიმო ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ესწრება, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ეცნობა ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილ ღვინის კომპანიებს.

„ღონისძიებაში 10-მდე ადგილობრივი ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს; მოწყობილია  ე.წ. „სომელიეს კუთხე“, სადაც პროფესიული დეგუსტაცია ტარდება; წარმოდგენილია ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის ისტორიასა და ტრადიციებთან დაკავშირებული ვიზუალური და საინფორმაციო მასალა, მათ შორის, გურიის რეგიონის ღვინისა და ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება;

ქალაქის ცენტრში მოწყობილ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში გრძელდება ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა, ბავშვებისთვის მოწყობილია გასართობ-შემეცნებითი სივრცე, იმართება საბავშვო კონცერტები.

ღონისძიება დღის ბოლოს გალა-კონცერტითა და გრანდიოზული „ფოიერვერკით“ დასრულდება.

გურიის რეგიონი კლასიკური ევროპული ტიპის და მაღალხარისხოვანი ღვინოებით არის ცნობილი. გურია სახელოვანი ჩხავერის სამშობლოა. რეგიონის ისტორიული ჯიშებიდან ასევე, აღსანიშნავია: ჯანი, მტევანდიდი, სხილათუბანი, ზენათური, საკმიელა, თუმცა დღეს გურიაში ყველაზე გავრცელებული ჯიში მაინც ცოლიკოურია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მცხეთაში, ქუთაისსა და ოზურგეთში წარმოადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics