00:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-25 17:39:17, 850 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო შეხვედრებს მართავს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დელეგაცია, უწყების უფროსის ლევან კაკავას ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) ფარგლებში, კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ქევინ ქარლანდსა და ამავე დეპარტამენტის ვაჭრობის აღსრულების, მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს თანამშრომლებს.

„შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში გაწეული ღონისძიებები და შემოსავლების სამსახურთან წარმატებული თანამშრომლობის საკითხები. ამასთან, უწყების ხელმძღვანელმა, ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების ხანგრძლივ და უწყვეტ მხარდაჭერას საბაჟო სისტემის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია და რისკების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე ოთარ რიკაძე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics