01:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 16:34:49, 891 ნახვა

საზოგადოება
სოფელ გლდანში, გამარჯვების ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს - ამჯერად, სოფელ გლდანში, გამარჯვების ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.  აღნიშნულ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, სამუშაოების შედეგად, სანიაღვრე ქსელი, დაახლოებით, 150  გრძივ მეტრზე ეწყობა. 1 710   კვადრატულ მეტრამდე ფართობზე კი, ასფალტის საფარი დაიგება. 

"აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 250 000  ლარი დაიხარჯება. 

გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო",- ნათქვამია გამგეობის ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics