01:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 11:01:46, 662 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა

„თიბისის“ განათლების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, Adobe-ის დიზაინის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. კონკურსი BTU - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და IT აკადემია STEP-ის ორგანიზებით ჩატარდა.

ფინალში გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომლებიც საქართველოს სახელით აშშ-ში, კერძოდ ფლორიდაში Adobe-ის სერტიფიცირებულ პროფესიონალთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვლენ.

რეგიონულ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის Adobe-ის სერტიფიცირება 30-მა ახალგაზრდა დიზაინერმა გაიარა. მონაწილეებს, შეჯიბრისთვის მიეცათ დავალება, რომლის მიხედვითაც შეასრულეს პრინტ ნამუშევრები თემაზე: ჰაერის დაბინძურება - საფრთხე ჩვენი პლანეტისთვის.

ნამუშევრები, ჟიურის წევრებმა, რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა და 3 საუკეთესო გამოავლინა:

  • მარიამ ბაღათურია
  • ლიზი ნოზაძე
  • ალექსანდრე ხალვაში

კონკურსისთვის სპეციალურად შეირჩა ჟიურის წევრები: გიგი ჯანელიძე - „თიბისის“ დიზაინ ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი, დავით კუპატაძე - სილქროუდ ჯგუფის არტ დირექტორი და ბეკი ფანცხავა - მარკეტინგის და კომუნიკაციების სპეციალისტი, BTU-ს მოწვეული ლექტორი.

Adobe Certified Professional World Championship, არის გლობალური შეჯიბრი, რომელიც Certiport-ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების იდენტიფიცირებაა.

პროექტის გენერალური მხარდამჭერია „თიბისი“.

პროექტის პარტნიორები არიან GITA, ACAG, Marketer. პროექტის  ტექნოლოგიური პარტნიორია Lenovo.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics