01:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 00:07:41, 781 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია - არაგადამდები დაავადებები, პრევენციისა და პირველადი ჯანდაცვის პარალელურად, მთავარ პრიორიტეტად რჩება

„2013 წელს, საქართველომ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო  და მას შემდეგ, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა. არაგადამდები დაავადებები, პრევენციისა და პირველადი ჯანდაცვის პარალელურად, მთავარ პრიორიტეტად რჩება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, ჯანმრთელობის მსოფლიო 76-ე ასამბლეის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიების მონაწილეებმა, საკუთარ ქვეყნებში, არაგადამდები დაავადებების მართვისთვის განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. 

თამარ გაბუნიამ, საქართველოში, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის წარმატებაზე და მისი დახმარებით, არაგადამდები დაავადებების ეფექტურად მართვაზე ისაუბრა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის საფეხურზე პრევენციული პროგრამების, ადრეული დიაგნოსტიკისა და თავად იშვიათი დაავადების მართვის მრავალსაფეხურიანი კომპონენტი.  

„საყოველთაო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს აქვს წვდომა ქრონიკული დაავადებების მართვისთვის საჭირო მედიკამენტებზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. 2013 წლამდე, აღნიშნული მიმართულება საერთოდ არ ფინანსდებოდა, დღეს კი მისი დაფინანსება 40 მილიონი ლარია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მონაწილეობენ. საქართველოს დელეგაცია, ღონისძიების ფარგლებში გამართულ დისკუსიებსა და მაღალი რანგის შეხვედრებში მონაწილეობს. ჯანმრთელობის მსოფლიო 76-ე ასამბლეა 24 მაისს დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics