07:30 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-23 21:44:11, 1493 ნახვა

ომი უკრაინაში
ორბანი უკრაინას - თუ ფული გსურთ, ჩვენი კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს ნუ დააწესებთ

თუ უკრაინას სურს მიიღოს ფინანსური მხარდაჭერა, მას არ შეუძლია ჩვენი კომპანიების შავ სიაში შეყვანა, - ასე გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინის მიერ უნგრული OTP Bank-ის ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეყვანის საკითხს.

როგორც ორბანმა აღნიშნა, თუ უკრაინას უნგრეთის მხრიდან ფინანსური დახმარება სურს უნდა იყოს კეთილგანწყობილი და გამოირჩეოდეს პატივისცემით, ხოლო უკრაინის მხრიდან გამოიკვეთა ინიციატივა უნგრული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. 

„საგარეო საქმეთა მინისტრი მართალია. თუ უკრაინას სურს მიიღოს ფინანსური მხარდაჭერა, მას არ შეუძლია ჩვენი კომპანიების შავ სიაში შეყვანა. არ შეიძლება, ორივე ერთდროულად გქონდეს. ფული თუ გინდა, იყავი კეთილგანწყობილი, პატივი გვეცი ჩვენ და ნუ დააწესებ სანქციებს ჩვენი კომპანიების წინააღმდეგ. სულ ეს არის“, - განაცხადა ორბანმა. 

შეგახსენებთ, უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტო გაავრცელა განცხადება, რომ უმსხვილესი უნგრული ბანკი ხელმძღვანელობის პოზიციის გამო ომის სპონსორთა შავ სიაში შეიყვანა, რადგან ის რუსეთთან თანამშრომლობას აგრძელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics