03:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 15:12:29, 799 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია იაპონიის ელჩს საქართველოში იმამურა აკირას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იმამურა აკირას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოთარ შამუგიამ  ელჩს, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა, მადლობა გადაუხადა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის, კლიმატის ცვლილების და ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებული მჭიდრო პარტნიორული  ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

იმამურა აკირამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო იაპონიისთვის საიმედო პარტნიორი ქვეყანაა, რაც მტკიცე საფუძველია ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინსიტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics