03:54 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 16:48:53, 724 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - სამინისტრომ დაამუშავა პროექტი, რომელიც საზღვარგარეთ მკურნალობას შესთავაზებს ყველა ბავშვს, ვისაც ამის საჭიროება ექნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სამინისტრომ დაამუშავა პროექტი, რომელიც საზღვარგარეთ უმაღლესი თანამედროვე სტანდარტის მკურნალობას შესთავაზებს ყველა ბავშვს, ვისაც ამის საჭიროება ექნება.  300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი საზღვარგარეთ მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში სახელმწიფო დაფინანსებით მიიღებს სრულყოფილ მკურნალობას, - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ ბავშვთა  ონკოლოგიური სერვისების ხარისხიანი მართვა განსაკუთრებული მნიშვნელობის პრიორიტეტია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების ნაწილი, ქვეყანაში სერვისების არასრული სპექტრის არსებობის გამო, სამკურნალოდ საზღვარგარეთის კლინიკებს მიმართავს. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს სამედიცინო სერვისები, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ასევე რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამიდან და სოლიდარობის ფონდიდან, წლიური ლიმიტების ფარგლებში უნაზღაურდება, საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში, ჯიბიდან გადახდის წილი აღემატება დაფინანსების ლიმიტებს, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთად აწვება ოჯახებს.

მინისტრის თქმით, სწორედ ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაბამისად, დასკვნით ეტაპზეა მსოფლიოს წამყვანი კლინიკების შერჩევა, რომლებმაც გამოთქვეს თანხმობა თანამშრომლობაზე.

„ამ ეტაპის დასრულებისთანავე მოხდება თანამშრომლობის გაფორმება აღნიშნულ სამედიცინო ცენტრებთან და შესაძლებელი გახდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების გაგზავნა უცხოეთში სასიცოცხლო მნიშვნელობის მაღალხარისხიანი სამედიცინო სერვისის მისაღებად“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics