2023-05-13 13:57:11, 1292 ნახვა
ომი უკრაინაში
გერმანია უკრაინას 2,7 მლრდ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს
გერმანია უკრაინას 2,7 მლრდ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს,- აღნიშნულის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
დახმარების ახალი პაკეტით უკრაინა გერმანიისგან მიიღებს :
- Marder-ის ტიპის 20 ჯავშანმანქანას;
- Leopard 1-ის ტიპის 30 ტანკს;
- 18 ერთეულ თვითმავალ ჰაუბიცს;
- 4 IRIS-T-SLM საჰაერო თავდაცვის სისტემას;
- 12 IRIS-T-SLS გამშვებისა და ამ სისტემებისთვის საჭირო ასობით მართვად რაკეტას;
- 200 სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატს;
- 100 საბრძოლო და 100-ზე მეტი ლოჯისტიკური მხარდაჭერისთვის საჭირო ავტომანქანას.
ცნობისთვის, ეს არის შეიარაღების ყველაზე დიდი პაკეტი, რომელიც გერმანიამ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად 2022 წლის თებერვლის ომის დაწყების შემდეგ უზრუნველყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,