08:02 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-13 11:53:55, 830 ნახვა

საზოგადოება
ჩხაიძე - იმას, რომ სააკაშვილი არის ჯანმრთელი, ვერასოდეს ვერ მოისმენდით ჩვენგან

იმას, რომ სააკაშვილი არის ჯანმრთელი, ვერასოდეს ვერ მოისმენდით ჩვენგან,- ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

ჩხაიძის თქმით, კლინიკა სააკაშვილის ციხეში დაბრუნების რეკომენდაციას არ გასცემს, ვინაიდან მისი მდგომარეობა არ ექვემდებარება პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას. 

"ამჟამად პაციენტი იმყოფება სტაციონალურ მკურნალობაზე და ეს იმას ნიშნავს, რომ მას ესაჭიროება სტაციონარის პირობებში მკურნალობა. შეთავაზებული აქვს შესაბამისი მკურნალობა. იმას, რომ სააკაშვილი არის ჯანმრთელი, ვერასოდეს ვერ მოისმენდით ჩვენგან. ამ ადამიანს აქვს დაავადებები და შეთავაზებული აქვს სრულიად ადეკვატური მკურნალობა, რაც გაითვალისწინა და აღიარა სტრასბურგმა",- განაცხადა ჩხაიძემ "ტვპირველთან" სატელეფონო საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 მაისს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში საკმურნალოდ გადაყვანაზე და ამასთან ერთად სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics