|
2023-05-10 18:35:29, 699 ნახვა
საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, გაუმარტივდებათ სამშობლოსთან კავშირი
„მნიშვნელოვანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ რომ რუსეთთან ცალმხრივი სავიზო რეჟიმი 2010 წლიდან მოქმედებს, ხოლო 2019 წელს რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება პირდაპირი ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე ზრუნვა, მათი კეთილდღეობა და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, გაუმარტივდებათ სამშობლოსთან, ოჯახებთან კავშირი და მიმოსვლა" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, საქართველოს არ ჰქონია შეზღუდული რუსეთთან სატრანსპორტო მოძრაობა სახმელეთო კუთხით. მისი თქმით, ყოველდღიურად, ასობით მანქანა მოძრაობს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უწევდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მესამე ქვეყნის გავლით და სახმელეთო საზღვრის გამოყენებით სამშობლოში მოგზაურობა, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად აისახებოდა მათ სამოგზაურო ხარჯებზე. მინისტრის მოადგილის შეფასებით, საჰაერო მიმოსვლა კიდევ უფრო წაადგება რუსეთში მცხოვრები მოსახლეობის კავშირს სამშობლოსთან. „რაც შეეხება პირდაპირ ფრენებს ზოგადად რუსეთის ფედერაციიდან - დღევანდელი დღის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციიდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება არაერთი ქვეყნის მიმართულებით , მათ შორის არის ისრაელი, გაერთიანებული არაბთა საამიროები, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი. ძალიან მკაფიოდ გვსურს დავაფიქსიროთ პოზიცია, რომ საქართველოში არ იოპერირებს არცერთი ავიაკომპანია და არცერთი ხომალდი, რომელიც იქნება სანქცირებული. რაც შეეხება არასანქცირებულ ავიაკომპანიებს და ხომალდებს, მათ, რა თქმა უნდა, ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოს მიმართულებით" - განაცხადა ქვრივიშვილმა.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)