10:21 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-08 12:06:54, 750 ნახვა

საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფმა“ დიდ დიღომში დასუფთავების ღონისძიება ჩაატარა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დიდ დიღომში, გიორგი გეხტმანის I შესახვევის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. თბილისის მერიის ცნობით, კომპანიის 25-მა თანამშრომელმა მეორადი საბურავები გაიტანა და დანაგვიანებული ადგილები სამშენებლო ნარჩენისგან გაწმინდა.

მერიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო სპეცტექნიკა.

„თბილსერვის ჯგუფი“ მოქალაქეებს და კერძო კომპანიებს მოუწოდებს, სამშენებლო ნარჩენი მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე განათავსონ, რომლის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია  „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50. 

რაც შეეხება მეორად საბურავებს, საჭიროა, დაინტერესებულმა პირებმა მიმართონ იმ კომპანიებს, რომლებიც საბურავების გადამუშავების სპეციალურ ნებართვას ფლობენ. მსგავსი კომპანიების შესახებ ინფორმაციის მოძიებას მოქალაქეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც შეძლებენ",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics