11:28 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-08 11:17:09, 1128 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ამ კვირაში შერბილების ციკლის დაწყებაა მოსალოდნელი

აპრილის ინფლაცია "თიბისი კაპიტალის" საკმაოდ ოპტიმისტურ მოლოდინებთან შედარებითაც კი უფრო დაბალია. მნიშვნელოვანია, რომ მართალია ჯერჯერობით მხოლოდ ყოველთვიურ ჭრილში, თუმცა ადგილობრივი და დიდწილად მომსახურების ინფლაცია უკვე რამდენიმე თვეა სამიზნეზეა.

"თიბისი კაპიტალის" შეფასებით, თუ ლარი არ გაუფასურდა, სამომხმარებლო ფასების წლიური ცვლილება მალე ნეგატიურიც კი იქნება. "თიბისი კაპიტალი" არ ფიქრობს, რომ საქართველოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში დეფლაცია ეკონომიკის ზრდისა და დასაქმების კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუმცა, თავისთავად, ცალკე აღებული ეს ფაქტორი სამომავლოდ ლარის კურსისათვის ნეგატიურია.

ამ ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ სავალუტო ბაზარზე გამყარების ზეწოლა გრძელდება და ასევე ბოლო პერიოდში დაკრედიტების სავალუტო კომპოზიციაში უცხოური ვალუტა ჭარბობს, "თიბისი კაპიტალის" აზრით, მონეტარული პოლიტიკის შერბილების ციკლი უკვე ამ კვირაში დაიწყება.

"თიბისი კაპიტალის" შეფასებით, რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით დაიწევს, წლის ბოლომდე კი, არსებული 11%-დან სულ მცირე 9.5%-მდე მაინც შემცირდება.

გაეცანით პუბლიკაციის სრულ ვერსიას ბმულზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
20-ზე მეტმა ქვეყანამ დაგმო ირანი მათ ტერიტორიაზე თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics