10:39 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-05 09:43:04, 1076 ნახვა

მსოფლიო
ოლენა ზელენსკა დიდ ბრიტანეთში ჩავიდა [ვიდეო]

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზელენსკა, ვიზიტის ფარგლებში ლონდონში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ცოლს, აკშატა მურთის შეხვდა.

ზელენსკამ ბრიტანეთს უკრაინისადმი მხარდაჭერისთვის და უკრაინელ პარტნიორებთან ერთად ევროვიზიის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

ზელესკას თქმითვე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა - უკრაინის აღდგენის კონფერენციაა, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში ლონდონში გაიმართება.

"დარწმუნებული ვარ, რომ კონფერენცია მნიშვნელოვნად დააჩქარებს უკრაინის აღდგენას. ჩვენ ველით კონკრეტულ შედეგებს და გადაწყვეტილებებს. სამხედრო დახმარების გაწევის მნიშვნელობის ფონზე, არანაკლებ მნიშვნელოვანია მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარების საკითხი. საავადმყოფოებისა და სკოლების რეკონსტრუქცია, დაჭრილების მკურნალობა, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უზრუნველყოფა“,- განაცხადა ზელენსკამ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics