20:31 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-04 10:02:48, 1500 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის შსს - ომის დაწყებიდან დღემდე 23 760 მოქალაქე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 23 760 უკრაინელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლეონიდ ტიმჩენკომ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის შსს-მ შეძლო იმ ადამიანების 50%-ზე მეტის პოვნა, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ.

"ომის დაწყებიდან რეგისტრირებული იყო 101 543 დაკარგული მოქალაქე. მოგვიანებით ეს ინფორმაცია ეროვნული პოლიციის ბაზაში შევიტანეთ, მერე ტარდებოდა შემოწმებები. 54 310 ადამიანი ვიპოვეთ. ძებნაში გამოცხადებული იყო 31 330 მოქალაქე, მათგან 7 570 ვიპოვეთ. ამ ეტაპზე ძებნაში რჩება 23 760 მოქალაქე - ისინი განსაკუთრებულ გარემოებებში გაუჩინარდნენ. უწყებამ ასეთი ადამიანების რეესტრი ცალკე შექმნა",- განაცხადა ტიმჩენკომ.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics