15:42 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-30 10:58:24, 894 ნახვა

საზოგადოება
შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია

ცენტრალური საარჩევნო კომისია შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს. როგორც ცესკოს-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, 117 საარჩევნო უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილი წინასწარი მონაცემების მიხედვით, ათივე მუნიციპალიტეტში, არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩეველმა მიიღო.

კალანდარიშვილის თქმით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ახალციხეში, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 47.8 % მივიდა.

"საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგი შემდეგია:

№ 21 - ბესიკი წულეისკირი („თავისუფალი საქართველო”) 1 208 ხმა, 4.67%

№41 გიორგი ხახუბია ( „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 24 646 ხმა, 95.33%

საკრებულოების შუალედური არჩევნების შედეგად წინასწარი მონაცემები შემდეგია:

გურჯაანი № 41 ზურაბი მუხულიშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 1 347 ხმა;

თიანეთი №41 იოსებ მათურელი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 345 ხმა;

ახალციხე № 41 როინი ნებაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 463 ხმა

ტყიბული;

№41 გიორგი კერესელიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 1 321 ხმა 86.62 %;

№51 გიორგი გაგოშიძე  (საინიციატივო ჯგუფი ) 204 ხმა, 13.38 %;

ქუთაისი № 41 მიხეილი გიორგაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 5 331 ხმა.

რაც შეეხება მერების რიგგარეშე არჩევნებს, აქ წინასწარი შედეგები შემდეგია:

ცაგერი №41 ლევან ზალკალიანი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 2 158 ხმა;

თერჯოლა №41 მანუჩარ რობაქიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 9 559 ხმა", - განაცხადა კალანდარიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics