12:00 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-29 11:14:52, 912 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისიამ უკრაინასა და ევროპის 5 ქვეყანასთან მარცვლეულის საკითხზე შეთანხმებას მიაღწია

ევროკომისიამ უკრაინის მეზობელ ევროკავშირის 5 ქვეყანასთან: პოლონეთთან, უნგრეთთან, რუმინეთთან, სლოვაკეთსა და ბულგარეთთან მარცვლეულის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ვალდის დომბროვსკისის განცხადებით, ევროკომისიამ შეძლო ხუთივე ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გაუქმებაზე შეთანხმების მიღწევა, რის სანაცვლოდაც ევროკომისიამ ჩამოთვლილ ქვეყნებს „განსაკუთრებული დამცავი ზომები“ შესთავაზა.

კერძოდ,  პოლონელი, უნგრელი, სლოვაკი, ბულგარელი და რუმინელი ფერმერებისთვის, რომელთაც უკრაინული მარცვლეულის შემოდინების შედეგად ზარალი მიადგათ, ევროკომისია მათ 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics