22:28 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 17:06:51, 1442 ნახვა

ომი უკრაინაში
პისტორიუსი - გერმანიამ უკრაინას „ლეოპარდ 2“-ის 18 ტანკი და „მარდერის“ 40 საბრძოლო მანქანა უკვე გადასცა

გერმანიამ უკრაინას უკვე გადასცა „ლეოპარდ 2“-ის ტიპის 18 ტანკი და „მარდერის“ ტიპის ქვეითთა 40 საბრძოლო მანქანა, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

მისი თქმით, გერმანია ასრულებს დაპირებულ სიტყვას და მხარს უჭერს უკრაინას ჯავშანტექნიკის  და სხვა იარაღის, ასევე საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და საბრძოლო მასალის სასწრაფო მიწოდებით.

„მარტში ჩვენ უკრაინას გადავეცით 18 თანამედროვე Leopard 2A6 და 40 ქვეითი საბრძოლო მანქანა Marder-ი ისევე, როგორც სხვა პაკეტები, როგორიცაა სასწრაფოდ საჭირო სათადარიგო ნაწილები და საბრძოლო მასალა. გარდა ამისა, მეტი წარმატებისთვის, აქტიურად ვახორციელებდი ზეწოლას ჩვენს მოკავშირეებზე. საბოლოოდ, ჩვენ მოვახერხეთ ბრიგადის უზრუნველყოფა“, - განაცხადა პისტორიუსმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანია ზაფხულში უკრაინისთვის "ლეოპარდ 1"-ის ტიპის 80 ერთეული ტანკის მიწოდებასაც გეგმავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics