|
2023-04-20 16:13:47, 740 ნახვა
საზოგადოება
პროკურორებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, მარნეულსა და თელავში შშმ ქალებთან შეხვედრები გამართეს
პროკურორებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, მარნეულსა და თელავში შშმ ქალებთან შეხვედრები გამართეს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" მონაწილეობით, მარნეულსა და თელავში შშმ ქალებთან, ბენეფიციარებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. პროკურორებმა შეხვედრების მონაწილეებს, შშმ პირთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხებზე, პროკურატურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსა და არსებულ გამოწვევებზე ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრები ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, პროკურატურის წარმომადგენლებმა შშმ ქალების ისტორიები მოისმინეს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს. საქართველოს პროკურატურა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე შშმ პირთა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე შშმ პირების უფლებების დაცვას - „არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე" პროკურატურის მთავარი პრინციპია. აღსანიშნავია, რომ ქალაქ ჟენევაში, წელს გამართულ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის 28-ე სესიაზე, შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი პირველი ანგარიში განიხილეს. სესიაზე პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე მასშტაბურ კამპანიას - ,,არა ფემიციდს" პოზიტიური შეფასება მიეცა და ყურადღება გამახვილდა ფემიციდის წინააღმდეგ კამპანიაში შშმ ქალების მონაწილეობაზე. ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, პროკურატურამ საერთო ჯამში 15-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და სახელმწიფო უწყებასთან ითანამშრომლა. საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს" საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN ჭOMEN-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)