23:35 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 15:55:02, 673 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის ხარისხსა და რაოდენობის დაკვირვების ქსელის გაფართოება

გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე, მოგეხსენებათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის მექანიზმების ჩამოყალიბება. საქართველოს პარლამენტში აქტიურად მიმდინარეობს, ევროპული დირექტივების შესაბამისად მომზადებული ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის განხილვა.

მინისტრის თქმით, პარალელურად, სამინისტრომ დაიწყო წყლის ხარისხსა და რაოდენობაზე დაკვირვების ქსელის აღდგენა. ყოველწლიურად ფართოვდება მონიტორინგის ქსელი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, წყლის ხარისხის მონიტორინგი ხორციელდება საქართველოს მდინარეებისა და ტბების 231 წერტილში, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვნად გაძლიერდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობები.

„2022 წელს, ქუთაისისა და ბათუმის რეგიონული ლაბორატორიებისთვის შევიძინეთ ორი მაღალტექნოლოგიური ხელსაწყო. შედეგად, შესაძლებელი იქნება წყლის რესურსების ხარისხის შეფასება მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და გაუმჯობესდება მონიტორინგის არსებული სისტემა, რაც ასევე წინგადადგმული ნაბიჯია ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ“ ახალი კანონის პრაქტიკაში აღსრულებისათვის“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად, წყლის ხარისხის მონიტორინგი ხორციელდება საქართველოს მდინარეებისა და ტბების 231 წერტილში, ასევე, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების 68 წყალპუნქტზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics