2023-04-20 15:46:03, 1343 ნახვა
ეკონომიკა
შამუგია - ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესია ახალი დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბება
2022 წელს, ჩვენ აქტიურად გავაგრძელეთ მუშაობა დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით, შევქმენით ახალი დაცული ტერიტორიები რაჭაში, შიდა ქართლში, ზემო იმერეთში,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შამუგიას თქმით, დაცული ტერიტორიების ფართობი 116.7 ათასი ჰექტრით გაიზარდა. დღეისათვის, დაცული ტერიტორიების მთლიანი ფართობი 912 ათასზე მეტ ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13 %-ია.
მისივე თქმით, დაცული ტერიტორიების დაცვა-მონიტორინგისა და პატრულირების გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. 2022 წელს, დაცულ ტერიტორიებზე დაინერგა პატრულირების თანამედროვე SMART სისტემა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),