|
2023-04-20 13:59:31, 1231 ნახვა
ეკონომიკა
შამუგია - საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ახალი საწარმოები შეიქმნა და არსებული საწარმოები გაფართოვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. „2022 წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, დავიწყეთ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ახალი საწარმოს შექმნის ან არსებული საწარმოს გაფართოების/გადაიარაღების თანადაფინანსებას. პროგრამა ხორციელდება 4 საპილოტე რეგიონში: იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 43 ბენეფიციარი, 29 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციით. პროგრამა მოიცავს გადამმუშავებელ, შემნახველ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც აერთიანებს როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებებს“, - აღნიშნა მინისტრმა.
უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს, ისინი დარიალის გამშვებ პუნქტში გაუსაძლის მდგომარეობაში არიან
საქართველოში კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმეზე ამერიკელმა, პოლონელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს
საწვავის ფასების ზრდა, საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
აპრილში საქართველოსთვის ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები და აშშ წარმოადგენდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)