00:56 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-19 13:47:03, 717 ნახვა

საზოგადოება
პროგრამა „სოფლის ექიმის" ხელმძღვანელი ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის სოფლის ექიმებს შეხვდა

საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის პროგრამა „სოფლის ექიმის" ხელმძღვანელი მინდია ღლონტი ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის სოფლის ექიმებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი  და მიმდინარე რეფორმები, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების საკითხები  განიხილეს.

„სოფლის ექიმის" ხელმძღვანელის განმარტებით, მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარება და მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტელემედიცინის პროგრამასაც. როგორც მინდია ღლონტმა აღნიშნა, ტელემედიცინის პორტატიული აპარატი უკვე დამონტაჟებულია გურიის რამდენიმე ამბულატორიაში. წლის ბოლომდე კი, პროექტი, ქვეყნის მასშტაბით, 50 ამბულატორიაში ამოქმედდება, რაც  ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მინდია ღლონტმა სოფლის ექიმებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics