|
2023-04-18 18:39:56, 856 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის დუმამ შემოიღო კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ღალატისთვის უვადო პატიმრობას ითვალისწინებს
რუსეთის დუმამ მეორე და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც სამშობლოს ღალატისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ტერორიზმის ბრალდებაზე პასუხისმგებლობას ამკაცრებს. ღალატის მუხლით წარდგენილი ბრალდება დამტკიცების შემთხვევაში, ითვალისწინებს უვადო პატიმრობას, ხოლო "ტერორისტული აქტის“ ბრალდების მუხლი 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსს ასევე დაემატა ახალი მუხლი 284.3. ("დახმარების უზრუნველყოფა საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებების აღსრულებაში, რომლებშიც რუსეთის ფედერაცია არ მონაწილეობს"). ის ითვალისწინებს ჯარიმას 300 ათასიდან 1 მილიონ რუბლამდე ან 5 წლით თავისუფლების აღკვეთას. შეგახსენებთ, დოკუმენტი რუსეთის ფედერაციის მთავრობამ სახელმწიფო სათათბიროს 2022 წლის ნოემბერში წარუდგინა, იგი შეიცავს ცვლილებებს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)