16:05 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-13 10:06:53, 1506 ნახვა

მსოფლიო
Bloomberg - რუსეთის პრეზიდენტმა WSJ-ის ჟურნალისტის დაკავების ბრძანებას ხელი პირადად მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების ბრძანებას, ხელი პირადად მოაწერა. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წერს.

გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ეს ნაბიჯი მიანიშნებს იმაზე, რომ კრემლში პოლიტიკის მკაცრი ხაზის მხარდამჭერების გავლენა იზრდება. 

"ეს უნდა იყოს ნამდვილი გამოღვიძების ზარი არა მხოლოდ აშშ-თვის, არამედ უფრო ფართოდ, დასავლეთისთვის. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ პუტინის აზროვნებაში სტაბილური და საიმედო ურთიერთობების დაბრუნების შესაძლებლობა აღარ არსებობს",- განაცხადა ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის პრეზიდენტმა ვაშინგტონში, ალინა პოლიაკოვამ.

შეგახსენებთ, რომ Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი მარტის ბოლოს ეკატერინბურგში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. თავად Wall Street Journal-ი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.

აღნიშნულს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და აღნიშნა, რომ გერშკოვიჩი რუსეთმა არასწორად დააკავა.

ამასთან, კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ეს არ იყო პუტინის გადაწყვეტილება, არამედ „სპეციალური სამსახურების სრული პრეროგატივა".

მსოფლიოს 30-ზე მეტი მედიასაშუალების ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა წერილს, სადაც  აშშ-ში რუსეთის ელჩს, ანატოლი ანტონოვს ჟურნალისტის გათავისუფლებას სთხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics