|
2023-04-12 15:05:59, 1383 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - მაკრონი, რომელიც ჩემი მეგობარია, ჩინეთში სი ძინპინს უკანალზე კოცნის
ემანუელ მაკრონი, რომელიც ჩემი მეგობარია, ჩინეთში სი ძინპინს უკანალზე კოცნის, - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩინეთისა და ტაივანის, ჩინეთისა და აშშ-ის საკითხთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას. როგორც ტრამპმა The Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, "საფრანგეთი ახლა ჩინეთში მიდის". "თქვენ მიიღეთ ეს გიჟური სამყარო, რომელიც ფეთქდება და შეერთებულ შტატებს აბსოლუტურად არაფერი აქვს სათქმელი... და მაკრონი, რომელიც ჩემი მეგობარია, ჩინეთთან საქმეს ასრულებს და უკანალზე კოცნის. ჩინეთში, დიახ, ვამბობ, რომ საფრანგეთი ახლა ჩინეთში მიდის",- თქვა დონალდ ტრამპმა. ცნობისთვის, გასულ კვირას, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნები, ტაივანის ბედზე პეკინსა და ვაშინგტონს შორის დაპირისპირებაში არ უნდა ჩაერთონ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა პირობა დადო, რომ დაიბრუნებს ტაივანზე კონტროლს, ხოლო აშშ-ის მთავრობა პირობას დებს, რომ დაეხმარება ტაივანს თავის დაცვაში. ჩინეთსა და ტაივანს, ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულობამ პიკს ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოში მიაღწია, რაც კუნძულზე შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის იმჟამინდელი სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტს მოჰყვა. ბოლო 25 წლის განმავლობაში, პირველი ამერიკელი მაღალჩინოსნის კუნძულზე ჩასვლას ჩინეთმა „სრული ფარსი“ უწოდა და აშშ „დემოკრატიის საფარქვეშ ჩინეთის სუვერენიტეტის შელახვაში“ დაადანაშაულა. ტაივანი ჩინეთს გამოეყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც 1949 წელს ნაციონალისტური სამთავრობო ძალებისა და კომუნისტურის პარტიის ბრძოლაში, ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა. შედეგად, მაო ძედუნმა პეკინზე კონტროლი დაამყარა, ნაციონალისტურმა პარტიამ, ჩან კაიშის ხელმძღვანელობით კი, ტაივანს შეაფარა თავი და ჩინეთის რესპუბლიკა გამოაცხადა.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)