13:16 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-07 17:55:16, 1540 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - მოსკოვს ძალიან სურს უკრაინის კონტრშეტევის ჩაშლა, მაგრამ რეალურ გეგმებს ბრძოლის ველზე იხილავენ

მოსკოვს ძალიან სურს უკრაინის კონტრშეტევის ჩაშლა, მაგრამ რუსები რეალურ გეგმებს ბრძოლის ველზე იხილავენ, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც საუბარია აშშ-ისა და ნატო-ს მიერ უკრაინის კონტრშეტევის მომზადების გეგმაზე.

პოდოლიაკის თქმით, „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებული კონტრშეტევის გეგმა „ფოტოშოპით“ გაკეთებულ ფალსიფიკაციას წარმოადგენს.

„მოსკოვს ძალიან სურს უკრაინის კონტრშეტევის ჩაშლა, მაგრამ რუსები რეალურ გეგმებს ბრძოლის ველზე იხილავენ, მალე“, - წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, ამერიკულმა გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსმა“ ბაიდენის ადმინისტრაციაში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სოციალურ ქსელებსა და ტელეგრამ არხებზე გავრცელდება პენტაგონისა და ნატო-ს საიდუმლო დოკუმენტების ფოტოსურათები, როლებიც უკრაინის კონტრშეტევის მომზადებას ეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics