17:24 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 17:02:53, 869 ნახვა

მსოფლიო
რიაბკოვი - აშშ-სთან მწვავე კონფლიქტის ფაზაში ვართ

ახლა ჩვენ აშშ-სთან მწვავე კონფლიქტის ფაზაში ვართ, ვაკვირდებით ამ ქვეყნის პირდაპირ ჩართულობას რუსეთთან ჰიბრიდულ ომში, მათ მიერ მიღებული ზომების ფორმა უბრალოდ უპრეცედენტოა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკელები დაუფიქრებლად, პროვოკაციულად და გაუაზრებლად მოქმედებენ, ამით კი საქმე ესკალაციისკენ მიჰყავთ.

"ახლა ჩვენ აშშ-სთან ცხელი კონფლიქტის ფაზაში ვართ. ვაკვირდებით ამ ქვეყნის პირდაპირ ჩართულობას რუსეთთან ჰიბრიდულ ომში, სხვადასხვა მიმართულებებით. ამ ომის ზოგიერთი ფორმა უბრალოდ უპრეცედენტოა.

ჩვენი ამერიკელი მოწინააღდეგეები დაუფიქრებლად, პროვოკაციულად, მრავალმხრივ აბსოლუტურად გაუაზრებლად მოქმედებენ, საქმე უფრო შორს, ესკალაციისკენ მიჰყავთ, რადგან ისინი დაბრმავებული არიან თავის აბსურდულ და არაფერზე დაფუძნებული რწმენით, რომ რუსეთის სტრატეგიული დამარცხება შეუძლიათ. ეს ეჭვქვეშ აყენებს მათი ადეკვატურობის კოგნიტურ პოტენციალს. ეს, პირდაპირი მნიშვნელობით, ცეცხლთან თამაშია", - განაცხადა რიაბკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics