|
2023-04-05 15:18:13, 1402 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტში გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა. მუნიციპალიტეტს ნერგები ამჯერადაც ბუნების მკვლევართა კავშირმა „ორქისმა“ ჩამოუტანა. აღნიშნულ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ნერგები მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებს გადაეცათ. "აქციას შეუერთდნენ კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი. ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და კასპის მუნიციპალიტეტის მერია წლებია აქტიურად თანამშრომლობენ. კასპის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის შვედეთის მთავრობას ფინანსური უზრუნველყოფისთვის და „ორქისის“ ხელმძღვანელებს ჯანსაღი გარემოს შექმნაში აქტიური დახმარებისთვის. აქციის მიზანია, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგებლობის გაზრდა", - ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)