13:18 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 10:59:24, 1479 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად  პოლონეთში ჩავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც მედია პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, უკრაინის პრეზიდენტის პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, ლიდერები საპრეზიდენტო სასახლეში მოლაპარაკებებს გამართავენ. ასევე დაგეგმილია დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები.

პრეზიდენტის პრესსპიკერის, სერგეი ნიკიფოროვის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი ანჯეი დუდას გარდა, პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის, ბიზნესის წარმომადგენლებსა და ასევე უკრაინის მოსაზღვრე ქალაქების მერებსაც შეხვდება.

ნიკიფოროვის თქმით, ანდჟეი დუდასა და ვლადიმირ ზელენსკის ერთობლივი გამოსვლა ადგილობრივი დროით 18:00 საათზეა დაგეგმილი.

ცნობისთვის, ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ეს უკრაინის პრეზიდენტის ქვეყნიდან რიგით მესამე გასვლა და პირველი დაანონსებული ვიზიტია.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics