|
2023-04-03 17:50:39, 1924 ნახვა
კომენტარი
გრიგორიადისის ადვოკატი - დაემუქრნენ, იმ შემთხვევაში თუ ის აღიარებით ჩვენებას ხელს არ მოაწერდა, მის მეგობარს დაიჭერდნენ
ვესაუბრეთ ლაზარეს. მოგვიყვა ყველაფერი. ცალსახად დაირღვა მისი უფლებები, - ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, ლია ბითაძემ პენიტენციურის დატოვების შემდგომ განაცხადა. როგორც ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები ადვოკატის ნაწილში დაირღვა, კერძოდ, ლაზარეს არ მისცეს საშუალება, რომ ადვოკატთან დაერეკა, შემდგომ კი დაემუქრნენ, რომ, იმ შემთხვევაში თუ ის ხელს არ მოაწერდა აღიარებით ჩვენებას, მის მეგობარს, გიორგი ჯარიაშვილს დააკავებდნენ. "ვესაუბრეთ ლაზარეს. მოგვიყვა ყველაფერი. ცალსახად დაირღვა მისი უფლებები. დაირღვა უფლებები ადვოკატის ნაწილში - იგი ითხოვდა ადვოკატს და არ მოუყვანეს. იყო ასეთი შემთხვევაც, რომ დაკავებისას მიაწოდეს მისი ტელეფონი, უთხრეს დაერეკა ადვოკატისთვის და რომ აკრიფა ტელეფონის კოდი, გამოგლიჯეს ხელიდან. უნდოდათ კოდის გაგება და ადვოკატთან არ დაარეკინეს. არ იცის სახელი და გვარი, ჰგავდა დეპარტამენტის უფროსსო, შემოვიდა და მითხრა, რომ ადვოკატს არ მოგვიყვნდაო. ასევე, ამბობს, რომ თუ აღიარებით ჩვენებას არ მივცემდი, იმ შემთხვევაში, ჩემს მეგობარს გიორგი ჯარიაშვილს დააკავებდნენო. ამ ეტაპზე ისევ დუმილის უფლებას გამოვიყენებო და პირველივე სასამართლოზე მივცემ ჩვენებასო" - განაცხადა ლია ბითაძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)