18:51 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 11:22:04, 733 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი - ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა ასეთი ბოროტი და ამაზრზენი თავდასხმების მსხვერპლი

ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა ასეთი ბოროტი და ამაზრზენი თავდასხმების მსხვერპლი, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს.

ტრამპის თქმით, შეერთებული შტატები ოფიციალურად მესამე სამყაროს ქვეყანაა.

„ჩვენ უკვე ოფიციალურად მესამე სამყაროს ქვეყანა ვართ. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა ასეთი ბოროტი და ამაზრზენი თავდასხმების მსხვერპლი. ისინი მხოლოდ იმიტომ მესხმიან თავს, რომ თქვენთვის ვიბრძვი. ისინი ვერ მყიდულობენ და ვერ მაკონტროლებენ და ეს მათ აშინებს. განსაკუთრებული ინტერესების მქონე გლობალისტმა დონორებმა სიმდიდრე ჩვენი ქვეყნის განადგურებით გამოიმუშავეს. სამაგიეროდ, ჩვენს საპრეზიდენტო კამპანიას ყოველთვის აფინანსებდნენ თქვენნაირი ძირძველი პატრიოტები“, - მიმართა ტრამპმა მხარდამჭერებს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპისთვის მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდმა  კოლეგიამ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირა. საქმის დეტალების მიხედვით, 2016 წლის არჩევნების დროს, ტრამპმა პორნომსახიობ სტორმი დენიელს 130 000 დოლარი გადაუხადა იმისთვის, რომ ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის დეტალებზე საუბარი შეეწყვიტა. 

აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მოქმედ ან ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის ბრალდებას წაუყენებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics