18:51 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 09:58:30, 900 ნახვა

მსოფლიო
ფინეთის პრემიერ-მინისტრის პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა

ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ სანა მარინის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ დამარცხდა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Deutsche welle ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხმების 95%-ის დათვლის შემდეგ, პირველ ადგილზე კონსერვატიული „ეროვნული კოალიციის პარტიაა“ 20.7%-ით, მეორე ადგილს იკავებს ულტრამემარჯვენე „ფინელების პარტია“ 20.1%-ით.

გამარჯვებული ოპოზიციური პარტიის ცნობით, "მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებები კოალიციური პარტიის ხელმძღვანელობით დაიწყება".

„არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ფინეთის ახალი მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებები დაიწყება ეროვნული კოალიციური პარტიის ხელმძღვანელობით“, - განაცხადა ოპოზიიური პარტიის ლიდერმა, პეტერი ორპომ.

სანა მარინმა ოპონენტს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ "დემოკრატიამ თავისი სათქმელი თქვა". 

"გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებულს, გილოცავთ ეროვნულ კოალიციურ პარტიას, გილოცავთ ფინეთის პარტიას. დემოკრატიამ თავისი სათქმელი თქვა", - უთხრა მარინმა მხარდამჭერებს.

ცნობისთვის, სანა მარინი არჩევნებში მეორე ვადით იბრძოდა. 2019 წელს ის გახდა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი, მან თანამდებობა 34 წლის ასაკში დაიკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics