18:50 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-31 17:50:38, 1519 ნახვა

მსოფლიო
WSJ რუსეთის ელჩისა და რუსი ჟურნალისტების აშშ-დან გაძევებას მოითხოვს

რუსეთის ელჩის შეერთებულ შტატებიდან გაძევება, ისევე როგორც აქ მომუშავე ყველა რუსი ჟურნალისტის, იქნება მინიმალური ნაბიჯი, რისი მოლოდინიც გვაქვს [აშშ-სგან], - ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის დაკავება აძლიერებს კრემლის ჩვევას ამერიკელების მძევლად აყვანის შესახებ, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი ცივილიზებული ერების საზოგადოებას შორდება.

"რუსეთის მიერ Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის დაკავება აძლიერებს კრემლის ჩვევას ამერიკელების მძევლად აყვანის შესახებ და ეს უფრო მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი შორდება ცივილიზებული ერების საზოგადოებას.

პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ახლა პასუხისმგებელია ბ-ნი გერშკოვიჩის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე... ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა განიხილოს დიპლომატიური და პოლიტიკური ესკალაცია.

რუსეთის ელჩის შეერთებულ შტატებიდან გაძევება, ისევე როგორც აქ მომუშავე ყველა რუსი ჟურნალისტის, იქნება მინიმალური ნაბიჯი, რისი მოლოდინიც გვაქვს", - ნათქვამია WSJ-ის განცხადებაში. 

ცნობისთვის, რუსეთში Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. გერშკოვიცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა (ჯაშუშობა) აღძრული. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics