18:51 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-31 09:21:53, 1249 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა

თურქეთის პარლამენტმა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Anadolu ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ფინეთს ნატო-ში გაწევრიანების უფლებას აძლევს. 

დოკუმენტს მხარი 276-მა დეპუტატმა დაუჭირა და თურქეთი გახდა ალიანსის ბოლო წევრი, რომელმაც ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა.

ამასთან, როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება "მთელ ოჯახს უფრო ძლიერს და უსაფრთხოს გახდის".

„მივესალმები თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის კენჭისყრას ფინეთის გაწევრიანების რატიფიკაციის დასასრულებლად“,- წერს სტოლტენბერგი.

აღსანიშნავია, რომ 27 მარტს ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება უნგრეთის პარლამენტმაც მოახდინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics