15:06 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-30 17:17:00, 1987 ნახვა

საზოგადოება
ადვოკატის განცხადებით, სქესობრივ დანაშაულში ბრალდებული მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და საჭიროა მისი სტაციონარში გადაყვანა

შიდა ქართლში არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დაკავებული 63 წლის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. ბრალდებულის უფლებადამცველის, თამარ თედლიაშვილის განცხდებით, მამაკაცის მდგომარეობის დამძიმება, სავარაუდოდ, გულის პრობლემებს უკავშირდება.

როგორც თედლიაშვილმა "ტვ პირველთან" საუბრისას აღნიშნა, სქესობრივ დანაშაულში ბრალდებული ცუდად წინასწარი დაკავების იზოლატორში, ბრალის წარდგენამდე გახდა.

"გამომძიებელთან ერთად გამოვცხადდი დროებითი მოთავსების იზოლატორში, რათა მომხდარიყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალის წარდგენა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მისი მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე და გარდაუვალია და აუცილებელი მისი სტაციონარში გადაყვანა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ეხება გულის პრობლემებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამომდინარეობს იმ სტრესიდან, რომელი სტრესიც, ნერვიულობაც და ფაქტობრივად, დარტყმაც ამ ადამიანმა მიიღო ცრუ დასმენიდან გამომდინარე", - აცხადებს თამარ თედლიაშვილი.

შეგახსენებთ, 60 წელს გადაცილებულ მამაკაცს არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენას ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით, რაც არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics