20:09 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-30 10:10:45, 1305 ნახვა

მსოფლიო
IAEA-ს დირექტორი - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია არ გაუმჯობესებულა

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა,- ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა.

გროსის თქმით, რაიონში სამხედრო აქტივობა და ჯარების რაოდენობა იმატებს. მას არ დაუკონკრეტებია გულისხმობდა თუ არა როგორც რუსულ, ისე უკრაინულ ძალებს. 

გროსიმ განაცხადა, რომ ქარხნის ირგვლივ დემილიტარიზებული ზონის შექმნის თავდაპირველი გეგმები „განვითარდა“ ქარხნის უფრო მეტად დაცვისკენ და დასძინა, რომ ქარხანაში მძიმე სამხედრო ტექნიკა არ უნდა იყოს.

ცნობისთვის, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგური რუსული ძალების მიერ გასული წლის მარტიდანაა ოკუპირებული და ახლა მას რუსული ატომური სააგენტო ROSATOM-ი მართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics