2023-03-29 21:26:45, 1542 ნახვა
ომი უკრაინაში
ხორვატია უკრაინისთვის Mi-8 საბრძოლო ვერტმფრენის გადაცემას გეგმავს
ხორვატია უკრაინისთვის 14 Mi-8 საბრძოლო ვერტმფრენის გადაცემას გეგმავს, - ამის შესახებ ხორვატიის თავდაცვის მინისტრმა, მარიო ბანოშიჩმა, უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, ოლექსი რეზნიკოვთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხორვატიის მთავრობა უკრაინას ფინანსურ, ტექნიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს, ამ მხარდაჭერის ერთ-ერთი პუნქტი კი, Mi-8 სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაა უკრაინული ძალებისთვის.
"ხორვატიის მთავრობა უკრაინას ფინანსურ, ტექნიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს. ასეთი პოლიტიკური მხარდაჭერის ერთ-ერთი პუნქტი არის გადაწყვეტილება, რომელიც ახლა განხილვის პროცესშია. და ასეთი გადაწყვეტილების ერთ-ერთი პუნქტია Mi-8 ვერტმფრენები. და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში მათ გადაცემას მალე შევძლებთ", - განაცხადა ხორვატიის თავდაცვის მინისტრმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,