2023-03-29 14:18:32, 1499 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - თუ ბახმუტი რუსეთის ჯარებს ჩაბარდება, პუტინი ამ გამარჯვებას დასავლეთს მიყიდის
თუ ბახმუტი რუსეთის ჯარებს ჩაბარდება, პუტინი ამ გამარჯვებას დასავლეთს მიყიდის,- ამის შესახებ ზელენსკიმ Associated Press-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, თუ პუტინი სისხლის სუნს იგრძნობს და იგრძნობს, რომ უკრაინა დასუსტდა, მაშინ ის გაზრდის ზეწოლას.
"თუ ბახმუტი რუსეთის ჯარებს ჩაბარდება, პუტინი ამ გამარჯვებას მიყიდის დასავლეთს, საკუთარ საზოგადოებას, ჩინეთს, ირანს. თუ პუტინი სისხლის სუნს იგრძნობს, იგრძნობს, რომ ჩვენ დავსუსტდით, გაზრდის ზეწოლას. ჩვენი საზოგადოება იგრძნობს დაღლილობას. ჩვენი საზოგადოება მიბიძგებს მათთან კომპრომისისკენ",- განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 22 მარტს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა, სადაც უკრაინელი სამხედროების მოწინავე პოზიციები მოინახულა და ბახმუტის დამცველები დააჯილდოვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,