|
2023-03-29 10:40:03, 1722 ნახვა
მსოფლიო
ევროსტატი - ევროკავშირში რუსული ნავთობის იმპორტი ერთ წელში 31%-დან 4%-მდე შემცირდა
ევროსტატის მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირის ქვეყნებისთვის ნედლი ნავთობის უდიდესი მიმწოდებელი გახდა. ევროსტატის მონაცემებით, დეკემბერში, ბლოკის ნედლი ნავთობის იმპორტის 18% ამერიკიდან მოდიოდა, მაშინ, როდესაც წინა წლის ამავე პერიოდში აშშ-ს წილი მხოლოდ 13%-ს შეადგენდა. ამასთან, რუსეთიდან იმპორტი, რომელიც ბოლო დრომდე ევროკავშირის ნედლი ნავთობის მთავარ მიმწოდებლად ითვლებოდა, ერთ წელში 31%-დან 4%-მდე შემცირდა. მათივე ცნობით, მოსკოვის შეჭრამ უკრაინაში, გასული წლის თებერვალში, გამოიწვია ევროპის ენერგომომარაგების არეულობა, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის ენერგიის იმპორტი შეამცირეს და ბლოკმა ქვეყნის ნავთობისა და ქვანახშირის ექსპორტზე სანქციები დააწესა. გარდა ამისა, დეკემბერში ევროკავშირმა რუსული ნავთობის იმპორტი ნაწილობრივ აკრძალა და დააწესა ფასის ზღვარი, რის მიხედვითაც, მესამე ქვეყნებში რუსული ნავთობის შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ტვირთი $60-იანი ზედა ზღვრის შესაბამის ფასად არის ნაყიდი. ევროსტატის ცნობითვე, ომის დაწყების შემდეგ, ნავთობთან ერთად, ევროპის ქვეყნებში გაზის იმპორტმაც იკლო, რის საპასუხოდაც მოსკოვმა სანქციების დამწესებელ ქვეყნებში ბუნებრივი აირის მიწოდება შეზღუდა. გასულ წელს "გაზპრომმა" "ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის" მილსადენით გაზის მიწოდება პირველად შეამცირა, რომელიც, 2021 წელს ევროპის მთლიანი იმპორტის 35%-ს შეადგენდა, ხოლო სექტემბერში მილსადენი ტექნიკური საკითხების მოტივით დახურა, რის შემდეგაც ევროპაში რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის წილი მკვეთრად შემცირდა და 2022 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული 31%-დან წლის ბოლოს 19%-მდე დაეცა. რუსული ნავთობის იმპორტი ბლოკში არასტაბილური იყო გასული წლის თებერვლიდან აპრილამდე, მაგრამ 2022 წლის სექტემბრიდან თანდათან შემცირდა და დეკემბერში მთლიანი იმპორტის მხოლოდ 4%-ი შეადგინა, რის შემდეგაც წლის ბოლოსთვის, ევროკავშირის ნედლი ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებლები იყვნენ შეერთებული შტატები, ნორვეგია და ყაზახეთი. ამასთან, როგორც რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ნიკოლაი შულგინოვმა განაცხადა, მოსკოვმა წარმატებით შეცვალა დასავლეთის სანქციების გამო დაკარგული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის „მთელი მოცულობა“. გარდა ამისა, როგორც რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი წერს, სამინისტრო მოელის, რომ რუსული ნავთობისა და გაზის მოპოვება წელს შემცირდება და გაზის მოპოვება ევროპელი მყიდველების ნაკლებობით დაზარალდება.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)