|
2023-03-28 15:33:05, 1279 ნახვა
რეგიონი
ქედაში რწმუნებულებთან და მეწარმეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქედაში, სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რწმუნებულებთან და მეწარმეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე პროგრამაში ჩართვისა და ბიზნეს-იდეის განხორციელების დეტალებზე ისაუბრეს. "სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია, ან პირველად მონაწილეობს, ასევე - მეწარმე სუბიექტს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მიკრო და მცირე მეწარმეებს დაიწყონ ან განავითარონ საკუთარი ბიზნესი სახელმწიფოს მხარდაჭერით. ბიზნეს-იდეების რეგისტრაცია 3 აპრილს დაიწყება და 27 აპრილს დასრულდება", - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)