09:52 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-27 18:01:31, 1480 ნახვა

კომენტარი
ბოკერია - რეჟიმი, რომელიც რამიშვილისნაირი სამარცხვინო ადამიანის დაკვეთას შეუსრულებს, ჩვენი მომავლის საფრთხეა

რეჟიმი, რომელიც რამიშვილის მსგავს სამარცხვინო ადამიანს საკუთარი ინტერესისთვის დაკვეთას შეუსრულებს, ჩვენი მომავლის საფრთხეა, - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ტელეკომპანია POSTV-ის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მიერ ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებსა და განვითარებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, დამატებით კატასტროფაა ის რაც საზოგადოებამ იხილა, რაც სამარცხვინო ადამიანის მიერ დაორგანიზებული პოლიციის ქმედებას გულისხმობს, რომლის დროსაც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაინტერესებული მხარის მიერ დადგმული მიზეზებით  სახლში შეუვარდნენ.

"ანუ რა სტანდარტია, ასეთმა სამარცხვინო მედია-საშუალებამ წყაროზე დაყრდნობით თქვა, რომ ვიღაცაზე ძალადობენ და პოლიცია ადამიანს სახლში შეუვარდა, რაზეც პასუხს არავინ არ აგებს. აქამდე მივიდა ივანიშვილის რეჟიმი, ეს არის ის ამბავი, რასაც არ ეშველება სულ რომ გაქრეს შალვა რამიშვილი ხვალ. რეჟიმი, რომელიც ნებისმიერ სამარცხვინო ადამიანს საკუთარი ამოცანებისთვის ასეთ დაკვეთას შეუსრულებს, არის ჩვენი მომავლისთვის უდიდესი საფრთხე“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics