20:10 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-27 09:22:08, 1234 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის პრეზიდენტი - მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ შეაჩეროთ საკანონმდებლო პროცესი

მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ შეაჩეროთ საკანონმდებლო პროცესი,- ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა არ არის პოლიტიკის დრო, ახლა ლიდერობისა და პასუხისმგებლობის დროა.

“მთელი ერი ღრმად შეშფოთებულია. უსაფრთხოება, ეკონომიკა, საზოგადოება, ყველაფერს საფრთხე ემუქრება. ისრაელის ხალხთა ერთიანობისთვის, იმ პასუხისმგებლობისთვის, რომელიც გეკისრებათ, მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ შეაჩეროთ საკანონმდებლო პროცესი. ახლა არ არის პოლიტიკის დრო, ახლა არის ლიდერობისა და პასუხისმგებლობის დრო”,- განაცხადა ჰერცოგმა.

ამასთან, ისრაელის მედიის ცნობით, ქვვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს განცხადების გაკეთებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელში საპროტესტო აქციები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რომელიც სასამართლო რეფორმის შეჩერებას მოითხოვდა.

ამასთან, პარალელურად, ნიუ-იორკში ისრაელის გენერალურმა კონსულმა, ნეთანიაჰუს მთავრობის ქმედებების გამო, გადადგომის შესახებ განაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics