19:25 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-26 13:08:45, 944 ნახვა

საზოგადოება
შალვა რამიშვილი - გაიხსნება პანდორას ყუთივით თქვენი წარსულის კარადა

ტელეკომპანია POSTV-ის დირექტორი, შალვა რამიშვილი გამოეხმაურა ბრალდებას სადაც სექსუალურ შევიწროებაში კომპანია აიისას დამფუძნებელმა, ანანია გაჩეჩილაძემ დაადანაშაულა.

"დიდ პრობლემას შეგიქმნით ასეთი საუბრების გამოქვეყნება თავად თქვენ, ფაშისტებო. დღეს ბრბოს წყურვილი დააკმაყოფილეთ, მაგრამ ვერც კი ხვდებით, რომ ჯინი ამოუშვით ბოთლიდან. თქვენ რა… მხოლოდ პეპლებზე და ყვავილებზე საუბრობთ არასაჯაროდ? რა თქმა უნდა -  არა. ასეთ სიბინძურეს მიჩვეული ბრბო კიდევ მოგთხოვთ მსგავს სალაფავს. და გაიხსნება პანდორას ყუთივით თქვენი წარსულის კარადა. ამ კარადაში კი ძირითადად სულ თქვენი ჩონჩხები იმალება. აგერ სამხარაძეც ხო იქაა. მე ფეხებზე მკიდია თქვენი ეს კამპანია. ერთი კი ალალი ბოდიში მაქვს მოსახდელი ოჯახთან… თქვენს ჯოჯოხეთს კი დაველოდები “წმინდანებო”, ოღონდ მშვიდად… თან რომ საქმის კეთებას გავაგრძელებ ისე." - აცხადებს შალვა რამიშვილი.

შაბათის ფორმულამ მოიპოვა აუდიო ჩანაწერი, რომელიც POSTV-ის ხელმძღვანელის, საქმიან შეხვედრაზე მისული 22 წლის ქალის გასაუბრებას ასახავს. აუდიომასალაში ისმის რა მეთოდებით არჩევს რამიშვილი თანამშრომლებს და რა ინტიმურ თემებზე ესაუბრება ახალგაზრდა ქალს, რომელიც მასთან გასაუბრებაზე მივიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics