|
2023-03-25 15:23:38, 738 ნახვა
საზოგადოება
რუსთავში მესამე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა
რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულის ფანჯრიდან ბავშვი გადმოვარდა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ვარდნის შედეგად დაშავებული 3 წლისაა. მცირეწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. როგორც იაშვილის კლინიკის ერთ-ერთმი ექიმი ამბობს, ბავშვს მარჯვენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. "პაციენტს აღენიშნებოდა მარჯვენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა იყო. კონტაქტური და ადეკვატური იყო. ჩაუტარდა ყველანაირი კვლევები რაც შეიძლებოდა და გადაყვანილია პროფილურ კლინიკაში. ყველაფერი პროტოკოლის მიხედვით გაკეთდა,"- განაცხადა ექიმმა. ამასთან, თვითმხილველის თქმით, მცირეწლოვანი კლინიკაში გადაყვანისას კონტაქტური იყო. "უკან მივიხედე, მე მეგონა პარკი ჩამოვარდა მეთქი. მერე დედამისი მოდიოდა ტირილით, შვილო, შვილოო და მივხვდი, რომ რაღაც საშინელება მოხდა. გადავხტი, ავიყვანა ხელში, მერე მეზობლებიც გამოვიდნენ",- აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)