19:26 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-25 13:44:36, 673 ნახვა

საზოგადოება
მერია - გაგარინის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია

გაგარინის ქუჩა N1-თან კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილის ავარიულად დაზიანების გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეფერხებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, კერძოდ, სრულად შეიზღუდა „ვეფხი და მოყმის“ ძეგლიდან ჟვანიას მოედნისკენ  ამსვლელი გზის მონაკვეთი, რის გამოც ტრანსპორტი მარჯვენა სანაპიროდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით გადაადგილდება.

"რაც შეეხება ჟვანიას მოედნიდან „ვეფხი და მოყმის“ ძეგლისკენ ჩამსვლელ გზის მონაკვეთს, აქ მოძრაობა შეზღუდული არ არის და ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.

სატრანსპორტო შეზღუდვა მოიხსნება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალსადენის მილის აღდგენის სამუშაოების დასრულებისთანავე",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics