19:24 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-24 17:01:44, 657 ნახვა

საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფმა“ ლორთქიფანიძის ქუჩაზე არსებული არხი დაასუფთავა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სამგორის რაიონში, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩაზე, რკინიგზის ლიანდაგების მიმდებარედ არსებული არხი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.  

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკაც. 

„რკინიგზის ლიანდაგებთან არსებული არხი არ არის „თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში, თუმცა გავითვალისწინეთ ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა და  ტერიტორია ნარჩენებისგან სრულად გაიწმინდა. მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს და ასევე, მიმდებარედ არსებული საწარმოების თანამშრომლებს, ნუ დაანაგვიანებენ არხს და საყოფაცხოვრებო ნარჩენი მისთვის განკუთვნილ კონტეინერებში მოათავსონ“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

შეგროვილი პლასტმასის მასალა „თბილსერვის ჯგუფის“ ტერიტორიაზე სპეციალური დანადგარით დაიპრესება, რაც შემდეგ გასხვისდება და გადამუშავდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics