|
2023-03-24 16:56:33, 652 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საფეხურთო მატჩთან დაკავშირებით, ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს
27, 28 და 29 მარტს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საქართველო-ნორვეგიის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით, გულშემატკივრებისთვის ბათუმის მიმართულებით დამატებით სამ რეისს ნიშნავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. უწყების ცნობით, დამატებითი რეისები ნატახტრის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით და პირიქით, შემდეგი განრიგით განხორციელდება: „27 მარტი: ნატახტრიდან ბათუმის მიმართულებით ბორტი 15:00 საათზე გაფრინდება, ხოლო უკან ნატახტრისკენ 17:00 საათზე გამოფრინდება. 28 მარტი: ნატახტრიდან გაფრენა 15:00 საათზე, ბათუმიდან უკან გამოფრენა 16:45 საათზე. 29 მარტი: ნატახტრიდან გაფრენა 14:00 საათზე, ბათუმიდან გამოფრენა - 16:00 საათზე. აღსანიშნავია, რომ დამატებითი რეისების გარდა, ამ დღეებში ბათუმის მიმართულებით და პირიქით, რეგულარული რეისებიც სრულდება. ბილეთის ღირებულება 1 გზა 125 ლარია, 0 დან 3 წლამდე ჩვილი უფასოა, ხოლო 3 დან 12 წლამდე მოზარდებზე კი 30 %-იანი ფასდაკლება მოქმედებს. შეგახსენებთ, 28 მარტს, 20 საათზე საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში სადებიუტო შეხვედრაში ნორვეგიას დაუპირისპირდება. შეხვედრა ბათუმის აჭარაბეთ არენაზე გაიმართება, სადაც 20 ათას გულშემატკივარს შეუძლია დაესწროს. თამაშში მონაწილეობს ჩვენი ნაკრებისა და საფეხბურტო კლუბ ,,ნაპოლის“ ვარსკვლავი - ხვიჩა კვარაცხელია. საქართველო-ნორვეგიის მატჩზე დასასწრები ბილეთები სრულად გაყიდულია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)